ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აზერბაიჯანი მზადაა საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას საწვავით მომარაგებაში კიდევ დაეხმაროს, რაც საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოს ესაჭიროება.
„მოლაპარაკება მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ვაცნობე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შესახებ. განვიხილეთ მწვანე დერეფნების გადაუდებელი აუცილებლობა.
მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, რაც საგაზაფხულო თესვის კამპანიას ესაჭიროება,"- ნათქვამია ვოლოდომირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.